ინფორმაცია გზავნილზე: 84977

გამგზავნი: მერაბი ნადირაძე

შეკვეთის თარიღი: 21/08/2021

ქალაქი: ქუთაისი, ა.ჭავჭავაძის #21


მიმღები: ირაკლი ფოლადაშვილი

ჩაბარების თარიღი: 23/08/2021

ქალაქი: ბათუმი, ა.ჭავჭავაძის #21

ამანათის სტატუსი: ჩაბარებული


წონა: 2 კგ

ფასი: 7 ლარი

წესები & პირობები

მუხლი 1. კომპანიის შესახებ

1.1 შპს „იზი გრუპ“ - საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი: 406267276, კომერციული სახელწოდებით „იზი ვეი“ წარმოადგენს, საკურიერო, ლოგისტიკურ ორგანიზაციას, რომელიც შემკვეთის/მომხმარებლის შეკვეთის შესაბამისად ახორციელებს სატრანსპორტო ექსპედიციას/გადაზიდვას ეროვნული კანონდებლობის დაცვით, საქართველოს ტერიტორიის მასშტაბით. (შემდგომში: კომპანია)

1.2 იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის N 7

1.3 საიდენტიფიკაციო ნომერი: 406267276

1.4 ვებ. გვერდი: www.easyway.ge

1.5 ელ-ფოსტა: info@easyway.ge

II. ტერმინთა განმარტება

2.1. სატრანსპორტო ექსპედიცია - დანიშნულების პუნქტამდე ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი მომსახურება და შესაბამისად მოქმედებების ორგანიზება, გადაზიდვაში მონაწილე მესამე პირთა შერჩევა და გადაზიდვასთან დაკავშირებული სხვა საჭირო თანმხლები მომსახურების გაწევა წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში.

2.2. შემკვეთი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც კომპანიის ვებ-გვერდის საშუალებით, რეგისტრაციით თუ მის გარეშე, ახროციელებს შემკვეთას სატრანსპორტო ექსპედიციის/გადაზიდვის მოთხოვნის შესახებ.

2.2.1. ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, შემკვეთი შეიძლება იყოს გამგზავნი ან მიმღები/ადრესატი.

2.3. კომპანია და შემკვეთი ერთად მოიხსენიება როგორც - მხარეები.

2.4. გამგზავნი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც გადასცემს ამანათს/ გზავნილს კომპანიას სატრანსპორტო ექსპედიციისათვის/გადაზიდვისათვის.

2.5. მიმღები/ადრესატი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომლისთვისაც კომპანია ახორციელებს შემკვეთის მიერ მიწოდებული ამანათის ტრანსპორტირებასა და მიწოდებას.

2.6. კურიერი - კომპანიის მიერ გულისხმიერად შერცეული პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს მომსახურეობას.

2.7. გზავნილი - ამანათი/ტვირთი/ნივთი გადაზიდვის ცალკეულ მარშრუტთან დაკავშირებული ნებისმიერი გასაგზავნი ტვირთი/ნივთი/ამანათი, რომელიც შემკვეთის მიერ კომპანიისათვის მიწოდებულია ტრანსპორტირებისათვის.

2.7.1. საფრთხისშემცველი გზავნილი - ტვირთი, რომელიც კლასიფიცირებულია, როგორც საფრთხისშემცველი, ასევე, ტვირთი, რომელიც თავისი თვისებების გამო არის ან შეიძლება გახდეს სატრანსპორტო საშუალებების, გადასაზიდი ტვირთის, მოწყობილობების, შენობა-ნაგებობების აფეთქების, დაწვის ან სხვაგვარი დაზიანების, აგრეთვე ადამიანების, ცხოველთა და ფრინველთა სიკვდილის, ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების ან გარემოს დაზიანება-დაბინძურების მიზეზი.

2.8. ელექტრონული ხელმოწერა - ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული ხელმოწერა, ან ხელმოწერილი დოკუმენტის დასკანერებული ფორმით კომპანიასა და შემკვეთს ან ადრესატს შორის ურთიერთგაცვლა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

2.9. მიღების დამადასტურებელი უნიკალური კოდი - ნივთის ჩაბარებისას, ადრესატს საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ეგზავნება უნიკალური კოდი, რომლის კურიერსათვის წარდგენითაც დასტურდება კომპანიის მიერ ნივთის უნაკლოდ ჩაბარება, აღნიშნული კოდი წარმოადგენს მომსახურეობის დადასტურებას და ადრესატი ვალდებულია ნივთის მიღების შემთხვევაში გადასცეს კოდი კურიერს/წარმომადგენელს.

2.10. დამატებითი ხარჯები - სატერმინალო, კონტეინერით სარგებლობის, გადასაზიდი ტვირთების გაცილების, მოცდენის, ჩატვირთვის ადგილის ან/და დანიშნულების ადგილის ცვლილება/დამატების, უცხო ქვეყნის სახელმწიფო უწყებათა მიერ მოთხოვნილ ფინანსურ ან სხვა ტიპის გარანტიებთან დაკავშირებული ხარჯები, ასევე ნებისმიერ სხვა ხარჯი, რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე წესებისა და პირობების მიხედვით და რომელიც წარმოიშობა კომპანიის მიერ მომსახურეობის განხორციელების პროცესში და წინასწარ იქნება შეთანხმებული შემკვეთთან.

2.11. შეკვეთა - განაცხადის ფორმა, რომელშიც მითითებულია მომსახურეობის განხორციელებისთვის საჭირო დამატებითი პირობები (ტვირთის თვისებები, მახასიათებლები, გადაზიდვის ფორმები, ტვირთის გაგზავნის და მიწოდების ადგილები და ა.შ.) და რომელსაც კომპანიისათვის შეკვეთის მისაცემად ავსებს და აფორმებს შემკვეთი. ამას გარდა, შეკვეთა შესაძლოა მოიცავდეს სხვა მომსახურების შესახებ მოთხოვნას, რომელიც უკავშირდება ძირითად მომსახურებას და შეთავაზებულია კომპანიის მიერ, მისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე.

2.11.1. შეკვეთის განთავსება შესაძლებელია ვებ-გვერდიდან - www.easyway.ge

2.12. კომპანიის ვებ-გვერდი - www.easyway.ge, სადაც მოცემულია მომსახურეობის ძირითადი ტიპები და მათი განხორციელების წესები. საიტზე მოცემულია მომსახურეობის ტარიფები, მიწოდების გრაფიკი, მიმართულებები, შეკვეთის დაფიქსირების პირობები.

2.13. ქოლ ცენტრი - კომპანიის დეპარტამენტი, რომელიც უზურნველყოფს მომხმარებელთა საინფორმაციო/ტექნიკურ მხარდაჭერას სატელეფონო კომუნიკაციის გზით. ქოლ ცენტრის საკონტაქტო ნომერი: 032 2 50 20 40.

2.14. სამუშაო დღე - საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებული სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

2.15. უქმე დღე - შაბათი და კვირა დღე, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული უქმე დღეები.

2.16. არასამუშაო დრო - კომპანიის მიერ დაწესებული განრიგის მიხედვით ჩამოყალიბებული სამუშაო საათების გარდა ნებისმიერი დრო.

2.17. სამუშაო საათები - ორშაბათი-პარასკევი - 10:00-დან 19:00 საათამდე.

2.18. ოფიციალური წერილი/შეტყობინება - შეტყობინება, როგორც მატერიალური ფორმით, აგრეთვე ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი, რომელიც გაეგზავნება მომსახურეობის პროცესში ჩართულ მხარეებს, კომპანიის ელ-ფოსტიდან ან მასთან დაკავშირებული ელ-ფოსტებიდან.

III. შეთანხმების საგანი

3.1. შეთანხმების საგანს წარმოადგენს კომპანიის მიერ შემკვეთის დავალების შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით ამანათების სატრანსპორტო ექსპედიცია/გადაზიდვა. ტრანსპორტირება ხორციელდება კომპანიის სახელით და შემკვეთის ხარჯებით.

3.2. ვებ-გვერდის საშუალებით შეკვეთის განთავსება შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რეგისტრაციით თუ მის გარეშე.

3.3. ვებ გვერდით სარგებლობა უფასოა, შეკვეთის გაფორმებისას შემკვეთი ადასტურებს, რომ გაეცნო კომპანიის წესებსა და პირობებს და ეთანხმება მას.

3.4. კომპანია სარგებლობს ნივთზე დროებითი ფლობის უფლებით. კერძოდ, შემკვეთის მიერ ნივთის გადაცემიდან ადრესატისთვის ჩაბარების მომენტამდე, კომპანია შეკვეთის პირობების შესაბამისად ფლობს ნივთს და შემკვეთის წინაშე პასუხისმგებელია წინამდებარე ნივთის ნებისმიერი სახის დაზიანებისა თუ დაკარგვისთვის.

3.5. კომპანიას უფლება აქვს წინამდებარე შეთანხმების საგნით გათვალისწინებული მომსახურეობის განსახორციელებლად გააფორმოს ხელშეკრულებები მესამე პირებთან.

3.6. მხარეებს შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე შეთანხმებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3.7. მხარეებს შორის გათვალისწინებული მომსახურეობასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით.

3.7.1. შემკვეთი უფლებამოსილია თავად განსაზღვროს ანგარიშსწორების ფორმა და დრო. შემკვეთი უფლებამოსილია აირჩიოს ანგარისშმსწორებლად ადრესატი ან შემკვეთი.

3.8. მომსახურეობის შესრულება მოხდება კომპანიის გრაფიკით განსაზღვრულ სამუშაო დღეებსა და საათებში, თუ ამ პირობისგან განსხვავებულ პირობაზე არ შეთანხმდებიან მხარეები.

3.9. მომსახურეობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზებას კომპანია ახორციელებს შემკვეთის მიერ გზავნილის შესახებ კომპანიისთვის მიწოდებულ შეკვეთაში მითითებული ინფორმაციის მიხედვით.

3.10. შემკვეთმა უნდა უზრუნველყოს გზავნილის შესახებ ყველა ინფორმაციის მიწოდება კომპანიისთვის, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს, როგორც ტარიფის დასადგენად, ისე ტვირთის საიდენტიფიკაციოდ.

3.10.1. ინფორმაცია, რომელიც შემკვეთმა უნდა მიაწოდოს კომპანიას ნივთის გადაცემამდე:

3.10.1.1. გადაზიდვის საწყისი და საბოლოო დანიშნულების პუნქტი.

3.10.1.2. შემკვეთის სრული საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც მოიცავს ზუსტ მისამართს, სახელსა და გვარს, პირად ნომერსა და მობილურის ნომერს.

3.10.1.2.1. ორგანიზაციის შემთხვევაში: ორგანიზაციის სახელს, საიდენფიკიაციო კოდს, ზუსტ მისამართსა და მობილურის ნომერს.

3.10.1.3. ადრესატის სრული საკონტაქტო ინფორმაცია, რომელიც მოიცავს, ზუსტ მისამართს, სახელსა და გვარს პირად ნომერსა და მობილურის ნომერს.

3.10.1.3.1. ორგანიზაციის შემთხვევაში: ორგანიზაციის სახელს, საიდენფიკიაციო კოდს, ზუსტ მისამართსა და მობილურის ნომერს.

3.11. კომპანია უფლებამოსილია, გზავნილის კომპანიის საწყობში მოთავსებისას დააზუსტოს გზავნილის წონა და დაარეკორექტიროს მომსახურეობის ფასი.

3.12. შემკვეთი ვალდებულია ზუსტად აღნიშნოს გზავნილის ერთეულის რაოდენობა და დაახვედროს კურიერს იგი სათანადოდ შეფუთული.

3.13. წინამდებარე წესებისა და პირობების მიხედვით კომპანია უზრუნველყოფს გზავნილის გადაზიდვას შემკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე, შემკვეთის მიერ მითითებულ ადრესატთან. იმ შემთხვევაში, თუ ადრესატი არ მიიღებს გზავნილს ან/და მომსახურების საფასურის გადახდაზე უარს იტყვის (შემკვეთი აუნაზღაურებს კომპანიას მის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების საფასურს, ხოლო კომპანია უბრუნებს შემკვეთს მის მიერ გაგზავნილ გზავნილს შემკვეთის ხარჯზე.

IV. ნივთის ღირებულების კურიერთან გადახდის მომსახურეობა

4.1. შემკვეთს უფლება აქვს ისარგებლოს ნივთის ღირებულების კურიერთან გადახდის სერვისით, კომპანიასთან წინასწარი ხელშეკრულების გაფორმების შედეგად.

4.2. ნივთის ღირებულების კურიერთან გადახდის სერვისი მოიცავს შემდეგ პირობას:

4.2.1. კომპანია აწვდის ადრესატს შემკვეთის მიერ გადაცემულ გზავნილს, რომელზეც ანგარიშსწორებას ახდენს ადრესატი შემკვეთთან, კომპანიის შუამავლობით, ადრესატი ნაღდი ან უნაღდო ახორციელებს ანგარიშსწორებას.

4.2.2. ადრესატის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული თანხიდან კომპანია გადასცემს/გადაურიცხავს თანხას შემკვეთს, გარდა კომპანიისთვის განკუთვნილი მომსახურეობის საკომისიო თანხისა.

4.2.3. კომპანია შემკვეთთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, თვეში ორჯერ შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერიდან 3 (სამ) სამუშაო დღეში ურიცხავს სერვისით მიღებულ თანხას შემკვეთს.

V. მომსახურეობის ღირებულება

5.1. მომსახურეობის ღირებულება განისაზღვრება ყოველი კონკრეტული მომსახურებისათვის საიტზე განთავსებული მომსახურეობის ფასების შესაბამისად.

5.2. მომსახურეობის ღირებულება გამოითვლება გზავნილის რეალური ან მოცულობითი წონის მიხედვით.

5.3. კომპანია წონის გამოთვლისას უპირატესობას მიანიჭებს რეალურ და მოცულობითი წონებიდან მაქსიმალურს.

5.4. რეალური წონა გამოიანგარიშება გზავნილის კილოგრამობით

5.5. მოცულობითი წონა გამოიანგარიშება ფორმულით: სიგრძე X სიგანე X სიმაღლე / (შეფარდებული) 5000 (სანტიმეტრებით გაზომვისას).

5.5.1. წონა დამრგვალდება 100 გრამის სიზუსტით.

VI. შემკვეთის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

6.1. შემკვეთი ვალდებულია შეკვეთის განხორციელებისას სწორად მიუთითოს პირადი და საკონტაქტო მონაცემები, კომპანია არ აგებს პასუხს შემკვეთის მიერ არასწორად მოწოდებული ინფორმაციის გამო ზიანის დადგომის შემთხვევაში გამოწვეულ შედეგებზე. ასეთ შემთხვევაში პასუსხისმგებლობა გადადის შემკვეთზე და კომპანიას უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს ზიანის სრულად ანაზღაურება.

6.2. შემკვეთის მიერ კომპანიისათვის არასწორი მონაცემების მითითების შემთხვევაში, შემკვეთი შეტყობინების მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღის 11:00 საათამდე ვალდებულია მიაწოდოს კომპანიას შეცვლილი საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაციის აღნიშნულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია გზავნილი დაუბრუნოს გზავნილის გამგზავნს.

6.3. შემკვეთი ვალდებულია გზავნილი სათანადოდ შეფუთოს.

6.4. სათანადო შეფუთვად იგულისხმება შემდეგი:

6.4.1. გზავნილის იმგვარად შეფუთვა, რის შედეგადაც არ მოხდება მასში სხვა გზავნილის შეღწევა, ასევე უზრუნველყოფილი იქნება მისი შიგთავსის დაცვა ტრანსპორტირებისას.

6.4.2. გზავნილი უნდა შეიფუთოს ისეთი სახით, რომ არ მოხდეს შიგთავსის დაზიანება ტრანსპორტირების დროს.

6.4.3. მინისგან დამზადებული ან სხვა მსხვევადი ნივთები უნდა შეიფუთოს მყარ ყუთში, რომელიც ამოვსებული იქნება შესაბამისი დამცავი მასალით.

6.4.4. იმგვარად შეფუთვა, რათა არ მოხდეს გზავნილის შიგთავსის, აგრეთვე მასთან ერთად გადასაზიდი სხვა გზავნილების ნებისმიერი სახით დაზაინება ტრანსპორტირების დროს.

6.4.4.1. სხვა გზავნილების დაზიანების შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს მოთხოვოს შემკვეთს ზიანის ანაზღაურება.

6.4.5. შემკვეთი ვალდებულია კომპანიას წინასწარ აცნობოს გზავნილის მახსიათებლების შესახებ, თუ შემკვეთი კომპანიას არ მიაწვდის სპეციფიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაციას, კომპანია არ არის ვალდებული აანაზღაუროს დამდგარი ზიანი.

6.4.6. პასუხი აგოს ნებისმიერი სახის ზიანისთვის, რომელიც კომპანიას მიადგა შემკვეთის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ქმედებიდან.

VII. კომპანიის პასუხისმგებლობა

7.1. კომპანია იღებს პასუხიმგებლობას ამანათზე, გამგზავნის მიერ ნივთის კურიერისათვის გადაცემის მომენტიდან, ნივთის ადრესატისათვის ჩაბარებამდე.

7.1.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მიმღების მიერ შეძენილი ნივთის პროდუქციის ხარისხა და სახეობაზე.

7.1.2. გამგზავნის მიერ არასათანადოდ შეფუთული ამანათის დაზიანების შემთხვევაში კომპანია პასუხს არ აგებს.

7.1.3. კომპანიას უფლება აქვს უარი თქვას მომსახურეობის შესრულებაზე თუ გზავნილზე არ არის მითითებული ადრესატის საკონტაქტო ინფორმაცია და გზავნილის ნომერი.

7.1.4. თუ გზავნილს არ აქვს თანდართული მიმღების სწორი მონაცემები, კომპანია პასუხს არ აგებს ასეთი გზავნილის დროულ ტრანსპორტირებაზე. კომპანია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს შემკვეთს და მისცეს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა მეორე სამუშაო დღის 11:00 საათამდე.

7.1.5. კომპანია არ იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს დამდგარი ზიანი თუ, ამანათს არ აღენიშნება შეფუთვის გარეგნული ზიანი, რაც უნდა შემოწმდეს მიმღების მიერ ამანათის მიღებისთანავე, კურიერის თანდასწრებით.

VIII. გზავნილის მიღების პროცედურები

8.1.1. გზავნილის ჩაბარება კომპანიის მიერ ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მითითებულ მისამართზე, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით.

8.1.2. გზავნილის ჩაბარების მომენტში, ადრესატი ვალდებულია გადასცეს მის საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე მიღებული გზავნილის მიღების დამადასტურებელი უნიკალური კოდი კურიერს.

8.1.2.1. გზავნილის მიღების დამადასტურებელი უნიკალური კოდის კურიერისათვის გადაუცემლობის შემთხვევაში, გზავნილი არ გადაეცემა ადრესატს და ბრუნდება კომპანიის საწყობში ან შემკვეთთან.

8.1.3. გზავნილის ჩაბარების მომენტში, თუ გზავნილის გარეგანი შეფუთვა დაზიანებულია ადრესატი ვალდებულია კურიერის თანდასწრების გახსნას და შეამოწმოს გზავნილის შიგთავსი. სხვა შემთხვევაში კომპანია არ მიიღებს ადრესატის პრეტენზიებს.

8.1.4. იმ შემთხვევაში თუ ადრესატი არ იმყოფება მის მიერ მითითებულ მისამართზე და/ან არ პასუხობს საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, კურიერის ორჯერადი მცდელობის შემდეგ თუ ვერ მოხერხდა მასთან დაკავშირება, გზავნილი ბრუნდება კომპანიის საწყობში ან უბრუნდება შემკვეთს. შემკვეთს ეკისრება უკან დაბრუნების საფასურის გადახდა.

8.1.5. იმ შემთხვევაში თუ, ადრესატს გზავნილი უნდა ჩაბარდეს ისეთ შენობა-ნაგებობაში, სადაც არ მუშაობს ლიფტი ან მწყობიდან გამოსულია, კურიერი არ მოახდეს გზავნილის მიწოდებას მეორე სართულის ზევით.

8.1.6. იმ შემთხვევაში თუ ადრესატს გზავნილი უნდა ჩაბარდეს ისეთ შენობა-ნაგებობაში, სადაც არ მუშაობს ლიფტი ან მწყობიდან გამოსულია და გზავნილი წარმოადგენს 10 (ათი) კილოზე მეტ ტვირთს, გზავნილის მიწოდება ხორციელდება შენობა-ნაგებობის შესასვლელამდე.

8.1.7. თუ ადრესატი უარს აცხადებს გზავნილის ჩაბარებაზე, გზავნილი უბრუნება შემკვეთს. შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს გზავნილის უკან დაბრუნების საფასური.

8.1.8. გზავნილი უკან დაბრუნებულად არ ითვლება, როცა ჩაბარებული გზავნილის სანაცვლოდ, კომპანიას მოაქვს სხვა ახალი გზავნილი ადრესატისაგან შემკვეთთან.

8.1.8.1. აღნიშნულ შემთხვევაში სავალდებულოა ახალი შეკვეთის განთავსება.

8.1.9. შემკვეთი უფლებამოსილია თავად მიიტანოს ამანათი კომპანიის საწყობში და გაიტანოს ამანათი კომპნაიის საწყობიდან, აგრეთვე ისარგებლოს საკურიერო მომსახურეობით.

IX. აკრძალული ნივთების ჩამონათვალი

9.1. კომპანია არ გადაზიდავს, გარდა გამონაკლისი წინასწარი შეთანხმებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შემდეგ ნივთებს:

9.1.1. მალფუჭებადი საკვები

9.1.2. ცხოველები

9.1.3. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები

9.1.4. ფეთქებადი და ცეცხლსასროლი იარაღი

9.1.5. ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული ნივთები

9.1.6. ფული და სხვა ძვირფასი საგნები

9.1.7. ტოქსიკური და ინფეციური შიგთავსის მქონე ნივთები

9.1.8. სარკე

9.1.9. ცოცხალი მცენარეები

X. ფორს-მაჟორი

10.1. მხარეები თავისუფლდებიან წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან თუ კი შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებებიდან გამომდინარე.

10.2. ფორს-მაჟორულ გარემოებათ ითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი გარემოება, სიტუაცია, რომელიც გამოწვეულია დაუძლეველი ძალით და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია (ნებისმიერი სტიქიური მოვლენა, გაფიცვები, ომები და ა.შ.).

10.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას მხარეები ვალდებულნი არიან მიიღონ მათ ხელთ არსებული ყველა ზომა ასეთ გარემოებათა შედეგების აღმოსაფხვრელად.

10.4. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომისას მხარეების მიერ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს-მაჟორული გარემოებების დასრულებამდე ან/და გაგრძელდება იმ ვადით, რა დროითაც გრძელდებოდა ფორს-მაჟორული გარემოებები.

10.5. მხარეები ვალდებული არიან ფორს-მაჟორული შემთხვევის დადგომისთანავე, დაუყოვნებლივ აცნობონ ამის შესახებ მეორე მხარეს და უზრუნველყონ აღნიშნული გარემოების არსებობის დასაბუთება.

XI. დამატებითი პირობები

11.1. მომსახურება შესრულებულად, ხოლო გზავნილი ჩაბარებულად ითვლება შემკვეთის/მისი წარმომადგენლის/ადრესატის კურიერისთვის/კომპანიის წარმომადგენლისთვის მიღების დამადასტურებელი უნიკალური კოდის გადაცემით.

11.2. კომპანიის მიერ გზავნილის აღების შემდეგ, შემკვეთის ამ ადრესატის მოთხოვნით დასაშვებია ჩაბარების ადგილის შეცვლა. აღნიშნული სერვისი წარმოადგენს დამატებით მომსახურეობას და ტარიფები წარმოდგენილია კომპანიის ვებ-გვერდზე.

11.3. მხარეებს შორის ურთიერთობები წესრიგდება აღნიშნული წესებითა და პირობებით, ამასთანავე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

11.4. მხარეთა შორის მომსახურეობიდან გამომდინარე ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით.

11.5. მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11.6. კომპანიას უფლება აქვს წინასწარი ინფორმირების შემდეგ, შეცვალოს მომსახურეობის წესები, პირობები და ტარიფები.

გაიარეთ ავტორიზაცია


არ გაქვთ ანგარიში?

პაროლის აღდგენა


არ გაქვთ ანგარიში?

გაიარეთ რეგისტრაცია


უკვე ხარ რეგისტრირებული?